შატილს წამომყევ, ქალაო,
წამო, ვესტუმროთ ხევსურთა,
საკვირველ სანახავია -
მთებს შეგახედებ ზევსურთა.
ლექსს გვიმღერებენ ჩონგურზე,
გულს გაგვიშლიან მწყემსურთა,
იზრდები ერთი-ორადა,
იმათ რო უცქერ, ზნესრულთა.
შენ ხომ ჩემი ხარ მნათობი,
მე ხომ სულ მუდამ მზე მსურდა,
იქ სხვა ფასი აქვს სიყვარულს,
ერთურთის ცეცხლში შესულთა.








No comments:
Post a Comment