როშკასთან By ნოდარ თოთაძე 04:48 როშკასთან ცივი ნიავი,ქალივით კოცნას შემპირდა,მზეც აღარა სჩანს აღარსად,გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა.აღარცერთს აღარ დავუცდი,ლამაზო, შენის ჯიბრითა,ქარაფში ჩავიჩეხები,ქვიშას ჩავიტან ჯიბითა.თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის,მამირთავს ვერცხლის შიბითა,რაისად მოვკვდი?-გპასუხობ:არ გიყვარდი და იმითა. Share On
No comments:
Post a Comment