ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

ფშავლის ქალები



By  ნოდარ თოთაძე     14:44     

ლამაზები ხართ, დიახაც,
თვალშავა ფშავლის ქალებო,
საოცნებონო სატრფონო
და სასურველო რძალებო...

ყელღილიანო ხოხბებო,
ტანშურთხო ამორძალებო,
გრძნობების საკურთხეველში
ხმამოწკრიალე ზარებო...

სულ თქვენ დაგბრუნავთ ამ ჩემი
ვრცელი ფიქრების სამეფო,
ღიმილით დამიტიროდეთ,
როცა საფლავში დავეფლო...

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment