რა გამაჩნია? არც - არა,
მარტო ერთით ვარ მდიდარი:
რო გათენდება, მზე როა
და ბნელი არავითარი.
ცას რომ შევხედავ ცისკარზე,
პირჯვარს რომ გამოვისახავ,
ღვთისმშობლის სახელს რო ვიტყვი,
გხედავ და... თითქოს ისა ხარ!..
სითბოდ შემოხვალ მზერაში,
და სულში - ნათლის კელაპტრად...
შენზე სათნო და ლამაზი,
სხვა რაღა უნდა მენატრა?..
შენთან ვარ? მინდა შენთანვე,
შორსა ვარ? მაინც შენში ვარ,
ვიღაც უცხოს და უხილავს
შენს ტრფობად დავუგეშივარ.
შენა ხარ ჩემი საუნჯე,
ჩემი სიმდიდრეც შენა ხარ
შემაძლებინე, უფალო,
ამ განძის მოვლა-შენახვა!








No comments:
Post a Comment