წავლენ-წამოვლენ ფიქრები,
მი-მოივლიან სამყაროს,
აწმყოს, წარსულს და მომავალს
ლამის სარქველი აჰყარონ.
მათია თაღიც ზეცისა,
დაბლა ეს მიწაც, აყალო,
ბოლოს შენ მოგადგებიან,
ქვეყნად ყველაზე მაღალო,
ოცნებაო და იმედო,
ნედლო და მარადახალო.
ჩემო სუნთქვავ და სიცოცხლევ,
და გულის ტკბილად ამღალო,
სიყვარულო და ტრფიალო,
სულზე ლექსებად ამლღვალო...








No comments:
Post a Comment