ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

პოეზიის სადიდებელი



By  ნოდარ თოთაძე     15:12     

ვინა თქვა პოეზიაზე,
გარდაიცვალა, მოკვდაო,
ამ დიად ავანსცენაზე
კიდევ ვინ შემოგოგდაო?
ეგ ის იქნება ამ პარნასს
გუშინწინაც რომ სთოფდაო,
თავისი გასაჭირი აქვს,
ალბათ ვერ ამოობდაო!
რა მოჰკლავს საქართველოში
ლექსს, ერთი, აბა, მითხარით,
როცა მკვდარს ლექსითა ვგლოვობთ,
ცოცხალთაც ლექსით ვიხარით.
ლექსად გვაქვს გამონათქვამი
ყოფნა-არყოფნის ტიხარიც,
იმედიც მომავლისა და
ამაოების ხირხალიც!
ლექსით ვწნავთ ლამაზ გვირგვინებს
სიყვარულისას, ციურებს,
განა სულ ლექსი არ არის
ცხოვრებას რომ გვიმზიურებს?
რა მოჰკლავს ამ მიწა-წყალზე
პოეტის სულის დღიურებს,
თაფლის სანთლებად აწვდილებს
და ლოცვებივით ღვთიურებს?!
ვისაც ჰგონია, რომ ჩვენში
პოეზიაა მკვდარიო,
ეტყობა, პოეზიისთვის
მკვდარი თავადვე არიო!
ეგეთს არც უნდა უსმინო,
ხალხშიც არ უნდა გარიო,
სხვა არის გვარი მაგათი,
სხვა არის ჩვენი გვარიო!..

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment