ნუ მეტყვი: სხვასთან მივდივარ,
აღარ მიყვარხარ, მორჩაო!
ეგღა გინდოდა სასმენლად,
შენ, ჩემო თავო, ბეჩავო?
მთვარე ალოკავს ღამის ცას,
შავდება ღრუბლის გეჯაო,
ამამიღია მკერდიდან,
გულს თავის ხელით ვხლეჩავო.
უფსკრულზე მიწყვავ ფიქრები,
წისქვილის ქვითა ვჩეჩქვავო.
სული მიაქვის ეშმაკებს,
ხორცი ქარაფებს შერჩაო..
პასუხ შენ აგე უფალთან,
ჩემო ცოდვისკენ მქეჩავო!..








No comments:
Post a Comment