მადლობა უფალს,
კიდევ ერთხელ მომაშატილა,
ვნახე ბერდია, ტარიელი,
ვნახე ბაბუა,
სიტყვა მწვერვალებს
კიდევ ერთხელ მიემარტვილა,
კიდეც შევთვრები,
სანამ ცაზე მთვარე ამოვა...
შეხსნეს კარები კოშკისანი
ცეცხლის ენებმა,
ლექს-სიმღერებით
გარდაქარდა ჩუმი ნაღველი
რა ლამაზია ცა ღამისა,
რომ იწერება,
ზედ, ვარსკვლავებით,
შენი სახელი...
ეხლა დავყვები
ბილიკს ისევ თბილისისაკენ,
სუფთა ჰაერით
სავსე მომაქვს ბარად ფილტვები
გამჭვირვალე ვარ,
სული ზეცით მი-მოვისარკე,
საგზალი ესე
სულ ლექსებად აიკვირტება!..








No comments:
Post a Comment