ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

გულის სახლი



By  ნოდარ თოთაძე     15:00     
აი, სახლი -
ეს ჩვენი ოჯახის სავანეა,
კედლებზეც კი ყურებით და
...დიდი სამეზობლო თვალებით,
რომელშიც ყოველი მიმსვლელ-მომსვლელი,
ეჭვისა და განსჯის საგანია...
ამიტომ შეუძლებელია
ამ ყურმახვილსა და ეჭვისთვალებიან სახლში,
როცა მოგესურვებოდეს, მაშინ მოდიოდე!..


აი, გული -
ეს ჩემი სახლია.,
ჩემი საკუთარი სახლი,
მას, უფლის გარდა, არავინ უმზერს!
აქ სმენა სულ შენი ფეხის ხმას ელოლიავება,
თვალები სულ შენ გამოგხედავენ...
მოდი ამ სახლში,
ჩემი გულის სახლში...
შენ -
ამ სახლის ყველაზე სასურველი სტუმარი ხარ!
ის მე შენთვის ავაშენე,
მხოლოდ შენთვის მინდა,
შენთვის ვინახავ ასე სუფთად და სათუთად,
შენთვის მსურს მზიანდებოდეს,
სიმყუდროვისა და სიყვარულის ჰაერით იყოს
მუდმივად სავსე...
იყავი, დარჩი ამ სახლში და
აღარასოდეს წახვიდე,
თორემ კედლები ჩამოინგრევა და
სუნთქვა შეწყდება -
გ ა რ დ ა ვ ი ც ვ ლ ე ბ ი...

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment