ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

განწყობა - შემოდგომა



By  ნოდარ თოთაძე     04:43     

სკვერები სავსეა შემოდგომის
ყვითელი, სევდიანი მარმაშებით -
ფოთლებით, სიკვდილის სუყველაზე
მშვენიერ სცენებს რომ თამაშობენ...

არ გინდა? წავიდეთ, გავიაროთ
ნოემბრის ამ ვრცელი ფარდაგებით,
უმშვიდეს ხეივანში, სიახლოვეს
იქ, მაიაკოვსკის ქანდაკების...

არც ცივა, არც ცხელა, რა თქმა უნდა,
ხელს გვიწყობს ამინდი დარიანი...
ჯანდაბას, კიდეც რომ შეგვამჩნიონ,
ჩვენ მაინც ვიაროთ არე-არე...

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment