ილტოსპირელი

პერსონალური ბლოგი
Follow Me

რა კარგია, რომ მიყვარხარ!..



By  ნოდარ თოთაძე     13:59     

როდესაც ახლადგამოღვიძებულს უჟმური ხასიათი ამყვება -
ვფიქრობ შენზე;
როდესაც დილა ცრიატი, უკმეხი და მოღუშულია -
ვფიქრობ შენზე;
როდესაც ხალისი და სილაღე კურუმს შეუცვლია -
ვფიქრობ შენზე;
როდესაც სული დელგმითა და ქარაშოტით მოალყულა -
ვფიქრობ შენზე;
როდესაც უნაპირო უიმედობა მზერას მინისლავს -
ვფიქრობ შენზე;
როდესაც მგონია, რომ თითქოს მზე, სინათლე და სიყვარული აღარ არსებობს -
ვფიქრობ შენზე...

და...

მაშინვე ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტში დგება:

უჟმური ქრება;
ცრიატი აიკრიფება;
კურუმი გაიფანტება;
ქარაშოტი განიმქრევა;
იმედი ფრთებს გაშლის;
მზის,
სინათლისა
და სიყვარულის
ლეგიონები ლაშქრად მომადგებიან და
მიბრუნდება ისევ სიცოცხლის უკიდეგანო ხალისი...

რა კარგია, რომ არსებობ!..
რა კარგია, რომ მიყვარხარ!..

About ნოდარ თოთაძე


No comments:

Post a Comment